Accessibility links

logo-print

მოგერინი: რუსეთმა სირიის ომში „ახალი ამოსავალი ვითარება“ შექმნა


სირიაში რუსეთის სამხედრო ოპერაციის შედეგად, ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერის, ფედერიკა მოგერინის აზრით, სათამაშო კარტი სრულიად ახლებურად იქნა არეული. რუსეთის ჩარევას თამაშის შეცვლა მოჰყვა, თქვა იტალიელმა დიპლომატმა ლუქსემბურგში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასაწყისში. იქვე მოგერინიმ გამოთქვა გაფრთხილება, რომ ამ ოპერაციას ახლავს შეშფოთების აღმძვრელი ელემენტები, როგორიცაა თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევა. მან რუსეთის შეიარაღებული ძალებისგან მოითხოვა სირიაში ქმედება შეათანხმოს აშშ-ის მეთაურობით მოქმედ ალიანსთან, რომელიც „ისლამურ სახელმწიფოს“ ებრძვის. გერმანიის საინფორმაცილო საგენტოს, „დე-პე-ას“ თანახმად, შეკითხვაზე, შეუძლია თუ არა სირიის გამო სამშვიდობო მოლაპარაკებაში ამ ქვეყნის პრეზიდენტმა, ბაშარ ალ-ასადმა მიიღოს მონაწილეობა, მოგერინიმ უპასუხა, რომ ყველა მონაწილე უნდა მიუჯდეს მაგიდას.

XS
SM
MD
LG