Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკონომიკის დარგში ნობელის 2015 წლის პრემია ამერიკელ-ბრიტანელ ეკონომისტს მიენიჭა


ნობელის პრემია ეკონომიკის დარგში 2015 წელს მიენიჭა ამერიკელ-ბრიტანელ, წარმოშობით შოტლანდიელ, ეკონომისტს, ენგუს დიტონს. პრინსტონის უნივერსიტეტის პროფესორს. შვედეთის მეცნიერებთა სამეფო აკადემიის მუდმივმა მდივანმა, გორან ჰანსსონმა შემდეგი ამცნო საზოგადოებას სტოკჰოლმში: „ შვედეთის მეცნიერებთა სამეფო აკადემიამ დღეს გადაწყვიტა, შვედეთის ცენტრალური ბანკის პრემია ეკონომიკურ მეცნიერებებში, რომელიც ეძღნება ალფრედ ნობელის ხსოვნას, მიენიჭოს ანგუს დიტონს, მისი შრომებისთვის, რომლებიც ეძღვნება მოხმარებას, სიღარიბეს და კეთილდღეობას.“ ეკონომიკაში ნობელის პრემია დაწესდა 1968 წელს შვეციის ცენტრალურ ბანკის მიერ. ის მიეძღვნა ბანკის 300 წლისთავს და „ალფრედ ნობელის ხსოვნას“. თვითონ შვედი მეწარმის და გამომგონებლის, ნობელის ანდერძით, მისი სახელობის პრემიები გაიცემა 1901 წლიდან, ფიზიკის, ქიმიის, მედიცინის და ლიტერატურის, ასევე მშვიდობის სფეროში.

XS
SM
MD
LG