Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეუთომ გააკრიტიკა ბელორუსიის საპრეზიდენტო არჩევნები


ეუთოს მისიამ კრიტიკა გამოთქვა ბელორუსიის საპრეზიდენტო არჩევნების კენჭისყრის მიმართ. ბელორუსიის საარჩევნო უწყების ცნობით, პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკამ მეხუთე ვადით მოიგო საპრეზიდენტო არჩევნები თითქმის 84 პროცენტით. ეუთოს მისიის ხელმძღვანელმა, კენტ ჰასტედმა განაცხადა, რომ არჩევნები არ შეესაბამებოდა დემოკრატიულ სტანდარტებს. მან თქვა, რომ ცხადია, რომ ბელორუსიას წი ნგრძელი გზა აქვს დემოკრატიის მხრივ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაშიო. ჰასტედმა დასძინა, რომ მიუხედავად ზოგიერთი დადებითი ტენდენციისა, ბელორუსიის ხელისუფლებმა შექმნეს „აგიტაციისთვის არათანასწორი პირობები“, როცა ზღვარი კანდიდატებსა და პრეზიდენტ ლუკაშენკას ინტერესებს შორის წაშლილი იყო. მან განსაკუთრებული იმედგაცრუება გამოხატა ნაკლოვანებების გამო ხმების დათვლისა და არჩევნების შედეგების დათვლის დროს.

XS
SM
MD
LG