Accessibility links

logo-print

„ნაციონალური მოძრაობა" გამოეხმაურა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას


„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოს ეროვნული ბანკის, როგორც მნიშვნელოვანი საფინანსო ინსტიტუტის რღვევის შეჩერებად შეაფასა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 12 ოქტომბერს მიღებული გადაწყვეტილება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო ეროვნული ბანკის კანონში წელს ზაფხულში შეტანილი ცვლილებების გამო, „ნაციონალური მოძრაობის“ და „თავისუფალი დემოკრატების“ მიერ პარლამენტის წინააღმდეგ მომზადებული სარჩელი. გარდა ამისა, სასამართლომ შეაჩერა საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე შექმნილი საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მუშაობა. „საკონსტიტუციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით, საბანკო სისტემა არ მოექცევა ივანიშვილ-მეჭიაურის პოლტიკური ზეგავლენის ქვეშ“, - განაცხადა თბილისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს პარლამენტის წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ პეტრე ცისკარიშვილმა. მან ხელისუფლებას მოუწოდა, გამოიყენოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით შექმნილი პაუზა და სააგენტოს საერთოდ გაუქმების პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღოს.

XS
SM
MD
LG