Accessibility links

logo-print

ირანის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ბირთვულ შეთანხმებას


ირანის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო „ირნა“ იუწყება, რომ ქვეყნის პარლამენტმა მხარი დაუჭირა მთავრობას, რათა მან სისრულეში მოიყვანოს მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან მიღწეული ბირთვული შეთანხმება. თუმცა, კანონპროექტის დამტკიცებისას, ირანელმა პარლამენტარებმა აღნიშნეს, რომ საერთაშორისო ექსპერტებისთვის მხოლოდ შეზღუდულად იქნება ხელმისაწვდომი ირანის სამხედრო ობიექტები, შემოწმების მიზნით. შეთანხმება ივლისში გაფორმდა და ითვალისწინებს ირანისთვის დაწესებული სანქციების ეტაპობრივ მოხსნას, თეირანის მხრიდან ბირთვული პროგრამის შეზღუდვის სანაცვლოდ. კანონპროექტი პირველი მოსმენით 11 ოქტომბერს მიიღეს. ახლა ის სასულიერო ორგანოს გაეგზავნება საბოლოო დასტურისთვის და ამის შემდეგ უკვე კანონად იქცევა.

XS
SM
MD
LG