Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოგერიებულ იქნა თალიბანის შეტევა ავღანეთის მეორე პროვინციულ დედაქალაქზე


12 ოქტომბერს გამძაფრდა ბრძოლა ავღანეთის აღმოსავლეთში, თალიბანის მეამბოხეები გეგმავდნენ კიდევ ერთი პროვინციული დედაქალაქის აღებას - ორი კვირაში მას შემდეგ, რაც მათ დროებით დაიკავეს ქალაქი ყუნდუზი. ამჯერად მათი სამიზნე იყო ქალაქი ღაზნი, რომელიც ქაბულიდან 130 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. თალიბანის შეტევა ავღანეთის ძალებმა მოიგერიეს, თუმცა საკუთრივ თალიბანის ამ შეტევამ გაზარდა შიში, რომ ექსტრემისტული ჯგუფი პოზიციებს აძლიერებს და მისი გავლენა სცდება ქვეყნის სამხრეთის სოფლებს. ბრძოლის გამო დაიხურა მაღაზიები და სკოლები. მანამდე თალიბანს სამი დღის განმავლობაში ჰქონდა დაკავებული ქალაქი ყუნდუზი და მისი მებრძოლები შეეცადნენ ჩრდილოეთში მდებარე ფარიაბის პროვინციის დედაქალაქის დაკავებასაც. „ამ დილით თალიბანის 2000-მდე მებრძოლმა რამდენიმე მიმართულებიდან განახორციელა შეტევა ღაზნიზე“ - განაცხადა პროვინციის გუბერნატორის მოადგილემ, მოჰამად ალი აჰმადიმ და დასძინა - „თალიბანი ქალაქზე დაპატრონებას გეგმავდა, თუმცა ჩვენ მზადყოფნაში ვიყავით და შეტევა მოვიგერიეთ.“ ოფიციალური პირების განცხადებით, ღაზნის დასაცავად ავღანეთის ძალები მეზობელი პროვინციებიდანაც ჩავიდნენ.

XS
SM
MD
LG