Accessibility links

13 ოქტომბერს გამოქვეყნდება ჰოლანდიის გამოძიების შედეგი ბოინგის ჩამოგდების შესახებ


ჰოლანდიელი სპეციალისტების გუნდმა გამოაქვეყნა გამოძიების დასკვნა, რომელშიც ნათქვამია, რომ 2014 წლის 17 ივლისს მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი ბოინგი ჩამოაგდო „ბუკის“ ტიპის ხმელეთ-ჰაერის რაკეტამ, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინიდან იყო ნასროლი. გამომძიებელთა თქმით, თვითმფრინავის კატასტროფა გამოიწვია ქობინის დეტონაციამ პილოტების კაბინიდან მარცხნივ. გამოძიების შედეგი 13 ოქტომბერს, ჰოლანდიაში გამოცხადდა. კატასტროფის შედეგად დაიღუპა ბორტზე მყოფი ყველა, 298-ვე ადამიანი, მათი უმრავლესობა ჰოლანდიის მოქალაქე იყო. თვითმფრინავი ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურში მიფრინავდა. კატასტროფა მოხდა ინტენსიური ბრძოლის ფონზე უკრაინის ძალებსა და პრო-რუსულად განწყობილ სეპარატისტებს შორის. ჰოლანდიელი გამომძიებლები დასძენენ, რომ თვითმფრინავის მარშრუტში საერთოდ არ უნდა ყოფილიყო ის ტერიტორია და უკრაინას საჰაერო სივრცე უნდა დაეკეტა სამოქალაქო ავიაციისთვის. „არავის უფიქრია საფრთხეზეო“, აცხადებენ გამომძიებლები. შედეგის საჯაროდ გამოცხადებამდე ის დაღუპულთა ოჯახებს შეატყობინეს. მათ უთხრეს, რომ თვითმფრინავში მყოფი ადამიანებისთვის სიკვდილი სავარაუდოდ მყისიერად დადგა. კატასტროფის შემდეგ კიევი და დასავლეთი სეპარატისტებს ადანაშაულებდნენ, თუმცა მოსკოვი და რუსეთის სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფი იარაღის მწარმოებელი კომპანია ალმაზ-ანტაი ბრალდებას უარყოფენ და აცხადებენ, რომ თვითმფრინავი, სავარაუდოდ, იმსხვერპლა „ბუკის“ ტიპის რაკეტამ, რომელიც კიევის მიერ იყო ნასროლი.

XS
SM
MD
LG