Accessibility links

მოსკოვში წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს ტერორიზმში ეჭვმიტანილებს


მოსკოვში სასამართლომ წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა ორს იმ რამდენიმე პირიდან, რომლებიც დედაქალაქში ტერორისტული აქტის დაგეგმვაში არიან ეჭვმიტანილები. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჩეჩენი მამაკაცები, ასლან ბაისულთანოვი და ელმან აშაევი სულ მცირე 12 დეკემბრამდე დარჩებიან წინასწარ პატიმრობაში. როგორც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის უფროსმა, ალექსანდრ ბორტნიკოვმა 13 ოქტომბერს განაცხადა, ბაისულთანოვი და აშაევი რუსეთის იმ 12 მოქალაქეს შორის არიან, რომლებიც მოსკოვში 11 ოქტომბერს დააკავეს. ბორტნიკოვის თქმით, ბაისულთანოვი რუსეთში სირიიდან ჩავიდა საიმისოდ, რომ მოსკოვში ტერორისტული აქტი მოეწყო. ბორტკინოვი აცხადებს, რომ ყველა დაკავებული „ახლო აღმოსავლეთში მოქმედი ჯგუფის, ‘ისლამური სახელმწიფოს’ წევრი და მხარდამჭერია“. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ რუსეთში ტერაქტების მოწყობის საფრთხე დაასახელა არგუმენტად, რათა დაეცვა კრემლის გადაწყვეტილება სირიაში საჰაერო დარტყმების განხორციელების თაობაზე.

XS
SM
MD
LG