Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვლადიმერ ჩაჩიბაია: გაეროს მისია ჰუმანიტარულ ამოცანებზეა ორიენტირებული


საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დამხმარე მისიის უფროსი მრჩევლის პოსტზე დაინიშნა, აცხადებს, რომ მისი კანდიდატურის შერჩევაში, მხედრული ბიოგრაფიის გარდა, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოს არმიის მიერ საერთაშორისო სამხედრო მისიებში მიღებულმა გამოცდილებამ და ქვეყნის მთავრობის მიერ გაეროს სამხედრო მისიებში მონაწილეობის თაობაზე ახლახან მიღებულმა გადაწყვეტილებამ. რადიო თავისუფლებასთან საუბარში გენერალმა ჩაჩიბაიამ განაცხადა, რომ გაეროს დამხმარე მისია ჰუმანიტარულ ამოცანებზეა ორიენტირებული და ის ავღანეთის თავდაცვის სამინისტროსთან და ნატოს სარდლობასთან კოორდინირებულად მოქმედებს. „მისიის მთავარი ამოცანა ის არის, რომ ავღანეთის მთავრობას მაქსიმალური პირობა შეუქმნას იმისთვის, რათა მომავალში მან დამოუკიდებლად მართოს თავისი ქვეყანა“, აღნიშნა ჩაჩიბაიამ და დასძინა: „ჩემი მუშაობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება იქნება კოორდინაციაში შესვლა ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძვანელობასთან და ნატოს ‘უწყვეტი მხარდაჭერის მისიის’ მთავარ სამხედრო შტაბთან, ყველა იმ კოალიციური შენაერთის სარდლობასთან, რაც კი არსებობს ავღანეთში.“ ახალი ამოცანის შესასრულებლად, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე ავღანეთში დღეს გაემგზავრება, ხოლო 15 ოქტომბერს წინამორბედისაგან ოფიციალურად გადაიბარებს მისიის უფროსი მრჩევლის თანამდებობას.

XS
SM
MD
LG