Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფატოუ ბენსუნდა: გამოვიძიებ ორივე მხარის დანაშაულს 2008 წლის კონფლიქტში


სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა განაცხადა, რომ ის გამოიძიებს ორივე მხარის დანაშაულს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს შეიარაღებულ კონფლიქტში, მათ შორის, მშვიდობის დამცველების მოკვლისა და მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმის ფაქტებს. ფატოუ ბენსუნდას ოფისის განცხადებით, აშკარაა, რომ საქართველო და ოსეთი თავს დაესხნენ მშვიდობის დამცველებს. ხოლო რუსეთის დანაშაული ისაა, რომ მოკლულია 113 ქართველი მშვიდობიანი მოქალაქე და 18 000-ზე მეტ დევნილს საკუთარი სახლების დატოვება მოუწიათ. ბრალმდებლის განცხადებით, ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის რაოდენობა კონფლიქტის ზონაში 75 პროცენტით შემცირდა და დაამატა, რომ დანაშაული რუსეთის არმიის სავარაუდო ჩარევით მოხდა. ბენსუნდას თქმით, პრორუსულმა სეპარატისტული ოსეთის ჯარმა, სავარაუდოდ, დანაშაული ჩაიდინა „განსაკუთრებული სისასტიკით დისკრიმინაციულ ნიადაგზე“.

XS
SM
MD
LG