Accessibility links

რუსეთმა უკრაინელი მფრინავის დას სასამართლოზე მისვლის შესაძლებლობა არ მისცა


რუსეთის ხელისუფლებმა 13 ოქტომბერს სასამართლო პროცესზემისვლის საშუალება არ მისცეს უკრაინელი მფრინავის, ნადია სავჩენკოს დას, რომელსაც მკვლელობის საქმის განხილვაზე დის დასაცავად ჩვენება უნდა მიეცა. სავჩენკოს და, ვირა, სასამართლოზე უნდა მისულიყო, როგორც მთავარი მოწმე, დისთვის, ორი რუსი ჟურნალისტის მოკვლის შესახებ წაყენებული ბრალდების საქმეში. ნადია სავჩენკოს, თუ დამნაშავედ სცნო სასამარლომ, ოცწლიანი პატიმრობა მოელის. უფლებადამცველი ჯგუფების მიერ პროცესი შეფასებული იქნა, როგორც მართლმსაჯულების წარუმატებლობა. ვირა სავჩენკომ სოციალურ ქსელით გაავრცელა ცნობა, რომის საზღვარზე გააჩერეს და უშიშროების ფედერალური სამსახურის განკარგულებით, აუკრძალეს რუსეთში შესვლა 2020 წლამდე. ამ უწყებამ კომენტარი ამ საქმის გამო არ ისურვა. შვეულმფრენის 34 წლის წლის მფრინავი ეჭვმიტანილია, რომ დახმარება გასწია საარტილერიო ცეცხლის წარმართვაში, რასაც რუსეთის ორი ტელეჟურნალისტის სიკვდილი მოჰყვა. ადვოკატმა მარკ ფეიგინმა განაცხადა, რომ „ნადია სავჩენკოს წაართვეს დაცვის უფლება“. მისი თქმით, "ეფ-ეს-ბეს“ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.

XS
SM
MD
LG