Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისლამური სახელმწიფო „რუსეთის და აშშ-ის წინაღმდეგ წმინდა ომისკენ" მოწოდებით გამოვიდა


„ისლამურმა სახელმწიფომ“ მოუწოდა მაჰმადიანებს წმინდა ომისკენ რუსებისა და ამერიკელების წინააღმდეგ. 13 ოქტომბერს გავრცელებულ აუდიო მიმართვაში შეიარაღებული დაჯგუფების წარმომადგენელი, ალ-ადნანი, მოუწოდებს „მუსლიმ ახალგაზრდებს ყველგან, გააჩაღონ წმინდა ომი რუსების და ამერიკელების წინააღმდეგ, რომლებიც ჯვაროსნულ ომს აწარმოებენ მუსლიმებთან“. აშშ და რუსეთი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ებრძვიან სირიაში ისლამურ სახელმწიფოს. თუმცა, ვაშინგტონი აცხადებს, რომ რუსეთის ოპერაცია უპირატესად სხვა მეამბოხეთა წინააღმდეგ არის მიმართული. რუსეთი ასეთი ბრალდებას უარყოფს.

XS
SM
MD
LG