Accessibility links

ჰააგის სასამართლოს პროკურორი 2008 წლის ომთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების მომხრეა


სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა ფატუ ბენსუდამ მოსამართლეებისგან ითხოვა ნებართვა, დაწყებულ იქნეს გამოძიება 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდში სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ შესაძლო დანაშაულთა გამოვლენის მიზნით. ბენსუდას განცხადებით, მას აქვს საკმარისი საფუძველი ივარაუდოს, რომ შეიარაღებული კონფლიქტისას, როგორც ერთი, ისე მეორე მხარის მიერ ჩადენილი იყო სამხედრო და კაცობრიობის საწინააღმდეგო დანაშაული, მათ შორის სამხრეთ ოსეთიდან ეთნიკური ქართველების გაძევება და სამშვიდობო ძალებზე თავდასხმა. ჰააგის სასამართლოს პროკურორის ინფორმაციით, 51-დან 113-მდე ეთნიკურად ქართველი სამოქალაქო პირი მოკლეს იძულებით გადასახლების კამპანიისას, რომელსაც სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება აწარმოებდა, სავარაუდოდ, რუსი სამხედროების მონაწილეობით.

XS
SM
MD
LG