Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთმა აშშ გააკრიტიკა სირიელი ქურთებისთვის იარაღის სავარაუდო მიწოდების გამო


თურქეთის პრემიერ-მინისტრმა, აჰმეთ დავუთოღლუმ აშშ-ის ელჩს შესჩივლა გავრცელებული ცნობით გამო, რომ აშშ თურქეთში ქურთ მეამბოხეებთან დაკავშირებულ სირიელ ქურთებს დაეხმარა იარაღით. დავუთოღლუმ განაცხადა 14 ოქტომბერს, რომ არის საშიშროება, ეს იარაღი, შემდგომ, თურქეთის წინააღმდგ მებრძოლ ქურთისტანის მუშათა პარტიას ჩაუვარდეს ხელში. ადგილობრივმა ქურთმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ აშშ-მა ქურთთა რაზმებს, რომლებიც ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ იბრძვიან, 150 ტონა იარაღი და ტყვია-წამალი გადასცა. აშშ-ის არმიას არ დაუდასტურებია იარაღის მიწოდების შესახებ ცნობა. დათუთოღლუს თქმით, თურქეთს არ შეუძლია შეეგუოს ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობას, რომელმაც თურქეთს ომი გამოუცხადა.

XS
SM
MD
LG