Accessibility links

logo-print

რუსეთს სურს მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი ბოინგის საქმის ახალი გამოძიება


რუსეთმა მიმართა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას, დაიწყოს ახალი გამოძიება შარშან ჩამოვარდნილი მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი ბოინგის ავარიის მიზეზების გამო. რუსეთის საავიაციო სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილემ, ოლეგ სტორჩევოიმ ამის თაობაზე მოსკოვში განაცხადა, პრესკონფერენეციაზე. 13 ოქტომბერს, ჰოლანდიაში, ამ ქვეყნის სპეციალისტების გუნდმა გამოაქვეყნა გამოძიების დასკვნა, რომელშიც ნათქვამია, რომ 2014 წლის 17 ივლისს მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი ბოინგი ჩამოაგდო „ბუკის“ ტიპის ხმელეთ-ჰაერის რაკეტამ, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინიდან იყო ნასროლი. დასკვნაში არ წერია, ვინ გატყორცნა რაკეტა, მაგრამ დადგენილია 320კვადრატული კილომეტრის არეალი, საიდანაც ის გაისროლეს. იმ ტერიტორიას, ავარიის დროს სეპარატსიტები აკონტროლებდნენ. კატასტროფის შედეგად დაიღუპა ბორტზე მყოფი ყველა, 298-ვე ადამიანი, მათი უმრავლესობა ჰოლანდიის მოქალაქე იყო. თვითმფრინავი ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურში მიფრინავდა. კატასტროფა მოხდა ინტენსიური ბრძოლის ფონზე უკრაინის ძალებსა და პრო-რუსულად განწყობილ სეპარატისტებს შორის. ჰოლანდიელი გამომძიებლები დასძენენ, რომ თვითმფრინავის მარშრუტში საერთოდ არ უნდა ყოფილიყო ის ტერიტორია და უკრაინას საჰაერო სივრცე უნდა დაეკეტა სამოქალაქო ავიაციისთვის. სტორჩევოის თქმით, რუსეთი ფიქრობს, რომ ზოგიერთი მტკიცებულება გააყალბეს.

XS
SM
MD
LG