Accessibility links

ირანის გუშაგთა საბჭომ დაამტკიცა ბირთვული შეთანხმების განხორციელების დოკუმენტი


ირანის ისლამური რესპუბლიკის გუშაგთა საბჭომ დაამტკიცა ბირთვულ სფეროში გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან და გერმანიასთან ამ ქვეყნის, ვენაში ზაფხულში მიღწეული შეთანხმების, განხორციელების დოკუმენტი. ეს არის ირანის მიერ ნაკისრი ვალდებულებების განხორციელებისთვის ბოლოს საფეხური. დამტკიცება მოჰყვა პარლამენტის თანხმობას, რაც მთავრობის მხარდაჭერას წარმოადგენს. გუშაგთა საბჭოს 12 წევრის, კონსერვატორი სასულიერო პირების და ირანის ოფიციალური პირების თანხმობის შედეგად, დოკუმენტი კანონის ძალას იძენს. კანონი პასუხისმგებლობას აკისრებს განახორციელოს ბირთვული შეთანხმება, ირანის უზენაეს ეროვნულ უშიშროების საბჭოს, რომელსაც როჰანი ხელმძღვანელობს. ამავე კანონით, ირანს აქვს უფლება შეთანხმებიდან გამოვიდეს, თუ არ შესრულდება მეორე მხარის ვალდებულება და არ გაუუქმებენ ირანს დაწესებულ სანქციებს, ან ახალ სანქციებს დაუწესებენ, ან ძველ სანქციებს აღუდგენენ. კანონი ასევე ნებას აძლევს ირანის მთავრობას, იმოქმედოს იმ მიმართულებით, რომ მოხდეს ისრაელის ბირთვული განიარაღება. ისრაელზე ფიქრობენ, რომ ის ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომლსაც ბირთვული იარაღი აქვს. კანონი მოუწოდებს მთავრობას, საჭირო ზომებს მიმართოს, რათა არ მოხდეს აშშ-ის და დასავლეთის მიერ შეთანხმების გამოყენება ირანში შეღწევის მიზნით.

XS
SM
MD
LG