Accessibility links

logo-print

ლავროვი: მოსკოვი ეხმარება ერაყს ისლამისტური დაჯგუფების წინააღმდეგ ბრძოლაში


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, მოსკოვი ეხმარება ერაყს რადიკალ-ისლამისტური დაჯგუფების წინააღმდეგ ბრძოლაში ბაღდადის მთავრობასთან შეთანხმებით. ლავროვის თქმით, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვანია ერაყის მთავრობისა და ქურთისტანის რეგიონის გაერთიანება. მან განაცხადა, რომ ბაღდადის ცენტრში ახალი სადაზვერვო ცენტია შექმნილი, რომელშიც რუსეთი, ერაყი, ირანი და სირიაა გაერთიანებული, და ის ღიაა ყველა დაინტერესებული მხარისთვის. ერაყის პარლამენტში 13 ოქტომბერ განაცხადეს, რომ მათ ისლამისტური დაჯგუფების დაბომბვა სწორედ სადაზვერვო ცენტრის მხარდაჭერით დაიწყეს. ლავროვის თქმით, სირიის გარდა რუსეთისთვის არ მიუმართავს არცერთ სახელმწიფოს ოფიციალური სამხედრო დახმარებისთვის, მაგრამ მოსკოვი ყურადღებით აკვირდება სიტუაციას ერაყსა და ავღანეთში.

XS
SM
MD
LG