Accessibility links

logo-print

თეთრმა სახლმა უარი განაცხადა შეერთებულ შტატებში მედვედევის შესაძლო ვიზიტზე


თეთრმა სახლმა უარი განაცხადა რუსეთის პრემიერ-მინისტრის, დმიტრი მედვედევის შესაძლო ვიზიტზე ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამ წინადადებით ვლადიმირ პუტინი 13 ოქტომბერს გამოვიდა, რაც 14 ოქტომბერსვე სასწრაფოდ უარყო თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯოშ ირნესტმა. ვაშინგტონი და რუსეთი მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ, რათა თავიდან აეცილებინათ გაუთვალისწინებელი შეჯახებები სირიის საჰაერო სივრცეში. თუმცა ვაშინგტონს არ სურს უფრო ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებები, ვინაიდან რუსეთი მათ მოწინააღმდეგის, სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-საადის რეჟიმს უჭერს მხარს. „ჩვენ არ ვართ რუსეთთან მოლაპარაკებებით დაინტერესებული, მანამ სანამ თავად მოსკოვს არ სურს კონსტრუქციული წვლილი შეიტანოს ჩვენს მოწინააღმდეგესთან ბრძოლაში.“ თეთრ სახლში განაცხადეს, რომ მოსკოვს საკუთარი ინტერესები აქვს და მათთვის არ არის გასაკვირი, რომ რუსეთი ცდილობს ქვეყნის რანგით მეორე პირის გაგზავნას, რათა დაარწმუნოს ამერიკა შეუერთდეს მას.კრემლის პრესსმდივანმა დიმიტრი პეშკოვმა მწუხარება გამოთქვა, რადგან ამერიკამ უარი განაცხადა მოლაპარაკებებზე.

XS
SM
MD
LG