Accessibility links

logo-print

მოსახლეობა ბრუნდება ავღანეთის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ყუნდუზში


ავღანეთის მოქალაქეები ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ყუნდუზში ბრუნდებიან. თალიბანმა განადგურებული ქალაქი დატოვა, თუმცა განაცხადა, რომ ისინი კვლავ შეიძლება დაბრუნდნენ. ადგილობრივი მთავრობის განცხადებით, ქალაქში ნაწილობრივ აღდგენილია ელექტროენერგია და წყალმომარაგება. გაიხსნა რამდენიმე მაღაზიაც. ორგანიზაციაში „ექიმები უსაზღვრებოდ“ განაცხადეს, რომ 3 ოქტომბერს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ყუნდუზის საავადმყოფოს დაბომბვის შედეგაგ, მათი კიდევ ორი თანამშრომელი დაიღუპა და მსხვერპლის რაოდენომა მინიმუმ 24-მდე გაიზარდა. სამედიცინო დახმარების ორგანიზაციამ 14 ოქტომბერს თხოვნით მიმართა საერთაშორისო კომისიას, გამოიძიოს აღნიშნული საჰაერო შეტევის ფაქტი, რის შედეგადაც ორგანიზაციის 14 ექიმი დაიღუპა, 10 კი საავადმყოფოშია მოთავსებული.

XS
SM
MD
LG