Accessibility links

logo-print

დღეს საქართველოს ეწვევა ჰააგის პროკურორი ფატუ ბენსუდა


დღეს საქართველოს ეწვევა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი ფატუ ბენსუდა. ის შეხვდება იუსტიციის სამინისტროს და მთავარი პროკურატურის წარმომადგენლებს და 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულებს. პროკურორმა ფატუ ბენსუდამ 2008 წლის ომის პერიოდში შესაძლო სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დასაწყებად სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეებისგან ნებართვა 13 ოქტომბერს ითხოვა. პროკურორის განმარტებით, საკმარისად არსებობს გონივრული საფუძველი ვარაუდისთვის, რომ შეიარაღებული კონფლიქტისას ჩადენილი იყო სამხედრო და კაცობრიობის საწინააღმდეგო დანაშაული, მათ შორის, სამხრეთ ოსეთიდან ეთნიკური ქართველების გაძევება და მშვიდობისმყოფელებზე თავდასხმა. იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველო შეძლებს ჰააგის სასამართლოში დაამტკიცოს, რომ ცხინვალის რეგიონში ქართველების ეთნოწმენდა განხორციელდა. მინისტრის ინფორმაციით, საქართველო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში წარადგენს შესაგებელს, რათა გამოძიების პროცესში პროიორიტეტული იყოს სამოქალაქო და სამხედრო პირების წამების ფაქტებიც.

XS
SM
MD
LG