Accessibility links

უკრაინა აპირებს რუსეთს გაეროს უშიშროების საბჭოში გაუწიოს კონკურენცია


უკრაინა შეეცდება, რათა 15 ოქტომბერს მოიპოვოს გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წვერის ადგილი, რადგან კიევს არ ჰყავს არც ერთი კონკურენტი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან. „ჩვენ პირველად გვაქვს სრულიად უნიკალური ვითარება, როდესაც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედი წევრი არის აგრესორი უკრაინაში და აწარმოებს ჰიბრიდულ ომს“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა. პაველ კლიმკინი გაემგზავრა ნიუ-იორკში, რათა მხარი დაუჭიროს უკრაინის არჩევის საკითხს გაეროს უშიშროების მუდმივმოქმედ საბჭოში. მინისტრის თქმით, მართალია უკრაინას ბევრ გლობალური პრობლემის გადაჭრაში უწევს მონაწილეობა, მაგრამ რუსეთის მოქმედების მიმართ „ქვეყანა არასოდეს იქნება შემრიგებლური“. კიევი დაჟინებით მოითხოვს, რათა შეიზღუდოს ვეტოს უფლება გაეროს უშიშროების საბჭოში, რითაც არა მხოლოდ რუსეთი, არამედ დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, საფრანგეთი და აშშ-ი სარგებლობენ. საფრანგეთი ემხრობა ამ წინადადებას, თუმცა გაეროს უშიშროების საბჭოს სხვა წევრები - არა.

XS
SM
MD
LG