Accessibility links

logo-print

თბილისში გაიხსნა „აბრეშუმის გზის ფორუმი"


თბილისში გაიხსნა „აბრეშუმის გზის ფორუმი," რომლის 800-მდე მონაწილე აბრეშუმის გზის შესაძლებლობებსა და გამოწვევებს განიხილავს. ფორუმის ორგანიზატორია საქართველოს მთავრობა, თანაორგანიზატორი - ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა, ხოლო მხარდამჭერი - აზიის განვითარების ბანკი. ორდღიან ფორუმში მონაწილეობენ აზიის, ახლო აღმოსავლეთის, სამხრეთ კავკასიისა და ევროპის 30-ზე მეტი ქვეყნის და აშშ-ის სამთავრობო დელეგაციები, 20 საერთაშორისო საფინანსო და დონორი ორგანიზაციის ხელმძღვანელი და ბიზნესწრეების წარმომადგენლები. თბილისის ფორუმს მოდერაციას უწევს ცნობილი ეკონომისტი, თავისუფლებისა და დემოკრატიის ინსტიტუტის პრეზიდენტი ჰერნანდო დე სოტო. ფორუმის დღის წესრიგშია აბრეშუმის გზის ახალი შესაძლებლობები სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის გასაუმჯობესებლად, ტრანსპორტის, ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკის საკითხები და საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების გამოყენება. „აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში გაიმართება მონაწილე ქვეყნების ბიზნესმენთა შეხვედრები. თბილისის ფორუმის შედეგად გაფორმდება თანამშრომლობის დეკლარაცია.

XS
SM
MD
LG