Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა გამოაცხადებს შეცვლილ გეგმას ავღანეთში სამხედრო მისიის თაობაზე


15 ოქტომბრის საღამოს პრეზიდენტი ბარაკ ობამა გამოაცხადებს შეცვლილ გეგმას ავღანეთში მოქმედი ამერიკული სამხედრო კონტინგენტის რაოდენობისა და ვადების შესახებ. ოფიციალური ინფორმაციით, გეგმაში ხაზგასმული იქნება, რომ ავღანეთში მომავალ წლამდე დარჩება აშშ-ის 9800 კაციანი შენაერთი, რომლის რაოდენობა 2017 წლისათვის 5500 ჯარისკაცამდე შემცირდება. თუმცა, გეგმა ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე შეთანხმებული აშშ-ის სამხედრო სარდლობასთან. 2017 წლის იანვრისთვის, ვიდრე საბოლოდ დატოვებდა თეთრ სახლს, ბარაკ ობამას სურდა, რომ ავღანეთში მცირე რაოდენობის, მხოლოდ საელჩოს გაძლიერებული დაცვისათვის საკმარისი სამხედრო ძალა დარჩენილიყო. თუმცა, უსაფრღხოების შეცვლილმა გარემომ ავღანეთში, ჯარის გაყვანის შეყოვნება გამოიწვია. აშშ-ის სარდლობით მოქმედმა საერთაშორისო კოალიციამ 2014 წელს დაასრულა 13 წლიანი საბრძოლო ოპერაცია. ამის შემდეგ, ავღანეთის უსაფრთხოებაზე პასუხს აგებენ ავღანეთის არმია და უსაფრთხოების ძალები, რომლებსაც მხარდაჭერას ნატოსა და აშშ-ის დაახლოებით 14 ათას კაციანი სამხედრო ძალები უწევენ. ბოლო ხანს ავღანეთის სამხედრო ძალებს ქვეყნის ბევრ რეგიონში უწევს მოგერიება მზარდი შეტევებისა ექსტრემისტების მხრიდან, რომლებმაც ცოტა ხნის წინ ხელთ იგდეს ქალაქი ყუნდუზი.

XS
SM
MD
LG