Accessibility links

logo-print

ცრემლმდენი გაზის კვამლმა შეწყვიტა კოსოვოს პარლამენტის სხდომა


კოსოვოს პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, რომლებმაც დაცვის გვერდის ავლით შენობაში მალულად შეიტანეს ცრემლმდენი გაზის ბალონები, - პროტესტის ნიშნად პარლამენტის შენობაში გაუშვეს ცრემლსადენი გაზი, რის გამოც საკანონმდებლო ორგანოს მუშაობა დროებით შეწყდა. ამ დროს პარლამენტის შენობის წინ შეგროვილი იყო ოპოზიციის მომხრე რამდენიმე ასეული დემონსტრანტი, რომლებიც ევროკავშირის შუამავლობით კოსოვოსა და სერბიას შორის ისტორიული შეთანხმების ხელმოწერას ეწინააღმდეგებიან. ეს არის მეორე შემთხვევა ბოლო ორი კვირის განმავლობაში, როდესაც გაზის გამოყენება ხდება საპარლამენტოს სხდომაზე ამ შეთანხმებაზე დისკუსიის ჩაშლის მიზეზი. ოპონენტები ფიქრობენ, რომ შეთანხმება ზრდის სერბიის გავლენას კოსოვოში და აღრმავებს ეთნიკურ დაყოფას.

XS
SM
MD
LG