Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის არმია, რუსეთის ავიაციის მხარდაჭერით ქალაქ ჰომსს უტევს


სირიის არმიამ, რუსეთის სამხედრო ავიაციის მხარდაჭერით, ფართომასშტაბიანი შეტევა წამოიწყო ქალაქ ჰომსზე, რომელსაც პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის მიმართ ოპოზიციურად განწყობილი სამხედრო დაჯგუფებები აკონტროლებენ. სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის ცნობით, რუსეთის ავიაციამ 15 ოქტომბრის დილით იერიშები განახორციელა ქალაქიდან ხუთი კილომეტრით დაშორებით მდებარე დასახლებულ პუნქტ ტალიბეშსა და ტეირ მალაში მდებარე ობიექტებზე. ბრიტანეთში მოქმედი სადამკვირვებლო ჯგუფის ცნობით, სირიის არმიის სახმელეთო ოპერაციაში ლიბანის „ჰეზბოლაც“ მონაწილეობს. რუსეთმა განაცხადა, რომ იგი აფართოებს საავიაციო იერიშებს და მისმა სამხედრო ავიაციამ 13 ოქტომბრის მონაცემებით 88 საბრძოლო გაფრენა განახორციელა. რუსეთი აცხადებს, რომ სამხედრო ავიაციის მიზანს ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ობიექტები წარმომადგენს, ვაშინგტონი კი დარწმუნებულია, რომ რუსეთის სამხედრო ავიაცია დასავლეთის მხარდაჭერით მოქმედ სირიის ხელისუფლების მოწინააღმდეგე ოპოზიციის სამხედრო დაჯგუფებებს ბომბავს.

XS
SM
MD
LG