Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს გენერალურმა მდივანმა ალიანსის კანდიდატი უწოდა ჩერნოგორიას


დეკემბერში ნატო აპირებს გადაწყვიტოს, მიიწვევს თუ არა ჩერნოგორიას დასავლეთის სამხედრო ალიანსში. 15 ოქტომბერს პოდგორიცაში, კანონმდებლებთან შეხვედრის დრო იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ალიანსი აღიარებს ჩერნოგორიის პროგრესს რეფორმების პროცესში და მიესალმება იმ წვლილს, რაც დასავლეთ ბალკანეთის ფარგლებში თანამშრომლობის გაფართოებით, საერთაშორისო უსაფრთხოების საქმეში შეაქვს ჩერნოგორიას. „ნატოსთან მჭიდრო თანამშრომლობით, ჩერნოგორიამ მისი სამხედრო ძალებისა და უშიშროების სამსახურის რეფორმირება მოახდინა“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, რომელიც ნატოს ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს წევრებთან ერთად ორი დღით იმყოფება ჩერნოგორიაში. ჩერნოგორიის ხელისუფლება 2006 წლიდან ცდილობს ნატოში გაწევრიანებას, თუმცა პოდგორიცას ბრიუსელიდან მოუწოდებენ, რათა უზრუნველყოს ალიანსისადმი მოსახლეობის უფრო ფართო მხარდაჭერა, განამტკიცოს კანონის უზენაესობა და გაატაროს მეტი რეფორმები.

XS
SM
MD
LG