Accessibility links

logo-print

მოლდავეთის პარლამენტმა იმუნიტეტი მოუხსნა ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრს


მოლდავეთის პარლამენტმა ხელშეუხებლობის იმუნიტეტი მოუხსნა ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და მმართველი პრო-ევროპული კოალიციის ლიდერს ვლად ფილატს, რაც შესაძლებლობას აძლევს პროკურატურას დაიწყოს მის მიმართ კორუფციული დანაშაულის საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში სისხლის სამართლებრივი დევნა. ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს 101 წევრიდან, იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭირა 75-მა პარლამენტარმა. მანამდე მოლდავეთის გენერალურმა პროკურორმა კორნელიუ გურინმა ბრალი დასდო ფილატს 250 მილიონი დოლარის ოდენობის ქრთამის აღებასა და იმ ბანკზე კონტროლის მოპოვებაში, რომელიც ერთ-ერთია იმ სამ ბანკს შორის, რომლებშიც 2014 წლის ნოემბრის არჩევნების წინ 1,5 მილიარდი აშშ-ი დოლარი დაიკარგა. კენჭისყრამდე პროკურორმა გურინმა მოლდაველ კანონმდებლებს აცნობა, რომ გამოძიებას აქვს უტყუარი მტკიცებულებები, რომლითაც ფილატის მიერ, ფინანსური მაქინაციების გზით, „შემნახველი ბანკისგან“ ასეულობით მილიონი ევროს მიღება დასტურდება. ვლად ფილატი, რომელიც 2009-2011 წლებში იყო მოლდავეთის პრემიერ-მინისტრი, უარყოს ბრალდებებს და იმუნიტეტის მოხსნას პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებას უწოდებს.

XS
SM
MD
LG