Accessibility links

logo-print

ისა ჰაიატუ ფიფას პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას შეუდგა


ფიფას პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ისა ჰაიატუ ციურიხში ჩავიდა და მუშაობას შეუდგა დროებით დათხოვნილი ზეპ ბლატერის ნაცვლად. ფიფა (ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცია) იუწყება, რომ ჰაიატუმ თანამშრომლებს მიმართა და შეხვდა გენერალური მდივნის მოვალეობის შემსრულებელს, მარკუს კატნერს ადმინისტრაციულ საკითხებზე სასაუბროდ. ჰაიატუს თქმით, ფიფა უპრეცედენტო ვითარებაშია, მაგრამ კვლავაც ფოკუსირებულია „რეფორმების აუცილებელ პროცესზე“, ფიფას ახალი პრეზიდენტის მოახლოებულ არჩევნებზე და კორუფციის მიმდინარე გამოძიებასთან თანამშრომლობაზე. გასულ კვირაში ზეპ ბლატერი 90 დღით დაითხოვეს მას შემდეგ, რაც შვეიცარიამ დაიწყო გამოძიება ფინანსურ მაქინაციებში ეჭვმიტანის საფუძველზე. ისა ჰაიატუ, რომელიც აფრიკის ფეხბურთის ფედერაციის თავმჯდომარეა, ფიფას პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა.

XS
SM
MD
LG