Accessibility links

logo-print

ლევან ვასაძე: სოსო ჯაჭვლიანმა „უპრეცედენტო ნაბიჯი“ გადადგა


ბიზნესმენი ლევან ვასაძე, რომელიც ქართული ტრადიციების ხმამაღალი დამცველია, მიესალმება პარლამენტის წევრ სოსო ჯაჭვლიანის ინიციატივას ანტიდისკრიმინაციული კანონის ჩასწორების შესახებ. ახალი ამბების სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ლევან ვასაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პარლამენტის მიერ მიღებული ანტიდისკრიმინაციული კანონიდან ამოსაღებია ტერმინი "გენდერული იდენტობა" და უნდა აიკრძალოს, გარყვნილების პროპაგანდისა და მისი რეკლამის ხელშეწყობის მცდელობა. „ჩემი აზრით, დეპუტატმა ჯაჭვლიანმა გადადგა ნაბიჯი, რომელიც არის უპრეცედენტო, ვაჟკაცური ნაბიჯი ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში. იმედი მაქვს, რომ კიდევ მოინახებიან პარლამენტარები, რომლებიც ამ ინიციატივას მხარს დაუჭერენ", - განაცხადა ლევან ვასაძემ, რომელმაც ჟურნალისტებს ასევე მოუწოდა კიდევ უფრო მეტად დაინტერესდნენ ქართველი მორაგბეების წარმატებებით.

XS
SM
MD
LG