Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დსთ-ს ლიდერებმა ხელი მოაწერეს სამხედრო თანამშრომლობის გეგმას


დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი ქვეყნების ლიდერებმა განაცხადეს, რომ მზად არიან ერთობლივად ებრძოლონ ტერორიზმს და ხელი მოწერეს შეთანხმებას, რაც 2020 წლამდე სამხედრო თანამშრომლობას ითვალისწინებს. დსთ-ს სამიტში, რომელიც 16 სექტემბერს ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში გაიმართა, ყაზახეთის, ყირგიზეთის, უზბეკეთის, სომხეთის, ტაჯიკეთის, რუსეთის, ბელორუსიისა და აზერბაიჯანის ლიდერები მონაწილეობდნენ. ასტანაში გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ თანამეგობრობის ქვეყნებს შორის მჭიდრო სამხედრო თანამშრომლობა აუცილებელია ავღანეთში შექმნილი რთული ვითარებიდან გამომდინარე. „ავღანეთში ვითარება კრიტიკულს უახლოვდება. სხვადასხვა ჯურის ტერორისტები სულ უფრო მეტ გავლენას აღწევენ და არ მალავენ თავიანთ მიზნებს, რომელთაგან ერთ-ერთი ცენტრალური აზიის რეგიონში შეღწევა წარმოადგენს“,- განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა. დსთ-ს უმაღლესი დონის შეხვედრას დამკვირვებლების სახით ესწრებოდნენ მოლდავეთის, თურქმენეთისა და უკრაინის წარმომადგენლები.

XS
SM
MD
LG