Accessibility links

logo-print

პუტინი: რუსეთი წარმატებას აღწევს ანტიტერორისტული კოალიციის შექმნის გზაზე


რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის განცხადებით, მოსკოვმა მიაღწია პროგრესს სირიასა და სხვა ქვეყნებში ექსტრემიზმისა და ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად ფართო კოალიციის შექმნის გზაზე. 16 ოქტომბერს ასტანაში პრესკონფერენციაზე საუბრის დროს ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ამ ბრძოლაში რუსეთმა კონტაქტები დამაყარა საუდის არაბეთის, გაერთიანებულ არაბთა საამიროს, იორდანიასა და ისრაელის ხელისუფლებებთან და მათთან ერთად განიხილავს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებს. პუტინმა მოუწოდა ყველა ქვეყანას, რათა მიიღონ მონაწილეობა ბაღდადში არსებულ საინფორმაციო ცენტრის საქმიანობაში, რომელიც რუსეთის, სირიის, ერაყისა და ირანის ერთობლივი ძალისხმევით შეიქმნა.

XS
SM
MD
LG