Accessibility links

logo-print

ერთი ავღანელი მიგრანტი დაიღუპა ბულგარელ მესაზღვრეებთან შეტაკებაში


ერთი ავღანელი მიგრანტი დაიღუპა 15 ოქტომბერს ბულგარელი მესაზღვრის ტყვიით მას შემდეგ, რაც, ბულგარეთის ხელისუფლების ინფორმაციით, არალეგალურ მიგრანტთა დიდი ჯგუფი არ დაემორჩილა ბრძანებას და შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია მესაზღვრეებს. ყველა მიგრანტი იყო მამაკაცი, ზოგიერთს კი თან ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი. პოლიციამ დაიწყო გამოძიება მომხდარი ინცინდენტისა, რომლის გამოც ევროკავშირის სამიტის დატოვება და ქვეყანაში სასწრაფოდ დაბრუნება მოუხდა, ბულგარეთის პრეზიდენტ ბოიკო ბორისოვს.

XS
SM
MD
LG