Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთმა დაუდგენელი საფრენი აპარატი ჩამოაგდო


თურქეთის სამხედრო უწყების ცნობით, მისმა საჰაერო თავდაცვის ძალებმა ქვეყნის საჰაერო სივრცეში სირიიდან შესული საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. სააგენტო როიტერსი, ანონიმ თურქ სამხედრო მოხელეზე დაყრდნობით იუწყება, რომ ჩამოგდებულია უპილოტო თვითმფრინავი. 16 ოქტომბრის ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაუდგენელი წარმომავლობის თვითმფრინავმა სამ გაფრთხილებაზე არ მოახდინა რეაგირება, რის გამოც მფრინავი ობიექტი ჩამოაგდეს თურქეთის სამხედრო კანონმდებლობის შესაბამისად. ნატოს წევრმა თურქეთმა არაერთგზის განაცხადა რუსეთის სამხედრო ავიაციის მხრიდან მისი საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ.

XS
SM
MD
LG