Accessibility links

logo-print

უნგრეთი ხორვატიასთან თავის საზღვარს დაკეტავს მიგრანტების გამო


უნგრეთმა გამოაცხადა, რომ ხორვატიასთან თავის საზღვარს დაკეტავს სირიიდან, ერაყიდან, ავღანეთიდან და ჩრდილოეთი აფრიკიდან მომავალი მიგრანტების ტალღის გამო.საზღვრის დაკეტვა 17 ოქტომბრის ღამითაა გადაწყვეტილი. ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტერ სიარტომ გამოაცხადა უნგრეთის სახელმწიფო უშიშროების ოფიციალურ წარმომადგენლებთან შეხვედრისას. უნგრეთმა უკვე ააგო ხორვატიასა და სერბიასთან საზღვრების გასწვრივი ზღუდე, რათა თავიდან აერიდებინა ევროპის კავშირისკენ მომავალი ლტოლვილების ტალღა. უნგრეთმა გადაკეტა საზღვარი სერბიასთან 15 სექტემბერს, მაგრამ მას მერე, ლტოლვილები სერბიის და ხორვატიის გავლით შემოდიან ევროკავშირში. 2015 წელს უნგრეთში ოთხასი ათასამდე ლტოლვილი ჩავიდა, მათი თითქმის სრული უმრავლესობის მიზანი გერმანია და დასავლეთის ქვეყნები იყო.

XS
SM
MD
LG