Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპერასთან ინციდენტის მონაწილეთა პროცესი არ შედგა


დღეს, თბილისში, ოპერასთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ საგამოძიებო სამსახურში გადაყვანილი სამი პირის სასამართლო პროცესი, მათივე თანახმად, აღარ გაიმართა. სასამართლოს გადადების მიზეზი მათთვის უცნობია. საგამოძიებო სამსახურში დაკითხვის შემდეგ, მედია-ჰოლდინგ „ტაბულას" დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი და მასთან ერთად დაკავებული კიდევ ორი პირი ხელწერილით იყვნენ განთავისუფლებული. ხელწერილის საფუძველზე, ისინი საღამოს, 17 საათზე, უნდა გამოცხადებულიყნენ საქალაქო სასამართლოში, სადაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე სასამართლო პროცესი უნდა გამართულიყო. თამარ ჩერგოლეიშვილმა გათავისუფლების შემდეგ განაცხადა, რომ იმყოფებოდა სტუდენტების მიერ ორგანიზიებულ აქციაზე, სადაც გაიგო, რომ მისი სტაჟიორს, სალომე ხვადაგიანს აკავებდნენ. ამის შემდეგ, მივიდა ადგილზე, სადაც "გაზპორმისა" და ბიძინა ივანიშვილის კარიკატურას აკრავდნენ სტუდენტები.

XS
SM
MD
LG