Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომბუდსმენი: ივანიშვილის კარიკატურის ღობეზე გაკვრის აკრძალვა გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს


საქართველოს სახალხო დამხველის, უჩა ნანუაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „გაზპრომის“ კარიკატურების სამშენებლო ღობესა და ბოძზე გაკვრის გამო თამარ ჩერგოლეიშვილის, ლექსო მაჭავარიანისა და სალომე ხვადაგიანის დაკავება გაუმართლებლად ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას. სახალხო დამცხველი თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში პლაკატები გაიკრა სამშენებლო ღობეზე და გარე განათების ბოძზე, რომლებიც არ არის მითითებული ჩამონათვალში, რომელშიც შეტანილია ადგილები, რომელთა დამახინჯება, როგორც თვითმმართველი ერთეულის იერსახისა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს. რაც შეეხება „ადგილებს, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი“, ნორმის აღნიშნული რედაქციის ფართო განმარტების პირობებში და იმის გათვალისწინებით, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა შესაძლოა არასოდეს გამოყონ ასეთი ადგილები, გამოხატვის თავისუფლება ზედმეტად შეიზღუდება, რაც დაუშვებელია,"– ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

XS
SM
MD
LG