Accessibility links

logo-print

უნგრეთის საზღვრის დაკეტვის შემდეგ ლტოლვილები სლოვენიაში ჩადიან


ევროპაში თავშესაფრის მაძიებელმა ლტოლვილებმა სლოვენიაში ჩასვლა დაიწყეს მას მერე, რაც უნგრეთმა წუხელ, შუა ღამისას, ხორვატიასთან თავისი საზღვარი დაკეტა. სლოვენიის პოლიციის თანახმად, დღეს დილით საზღვარს მიადგა ავტობუსი ლტოვილებით, რომლებიც რეგისტრაციაში უნდა გაეტარებინათ. სლოვენიამ შეაჩერა სარკინიგზო მიმოსვლა ხორვატიასთან, რათა შეამციროს ლტოლვილთა ნაკადი ბალკანეთიდან დასავლეთი ევროპის მიმართულებით. გუშინ უნგრეთმა თავისი საზღვარი ხორვატიასთან დაკეტა და გამოაცხადა, რომ ორ სატრანზიტო ზონას ქმნის, სადაც მიგრანტებს შეეძლებათ თავშესაფრის მოთხოვნა. პარასკევს ევროკავშირის ლიდერებმა შეიმუშავეს წინასწარი სამოქმედო გეგმა, რომელითაც სურთ შეზღუდონ ევროპისკენ მიმავალ ლტოლვილთა ტალღა. გეგმა, სხვათა შორის, თურქეთისთვის, რომელმაც ორნახევარი მილიონი მიგრანტი მიიღო,საფინანსო და სხვა დახმარების გაწევას გულისხმობს. უფლებადამცველმა ორგანიზაცია, ამნესტი ინტერნეშენელმა გააკრიტიკა გეგმა. მიგრანტთა უმეტესობა, რომლებიც ევროპაში ჩამოდიან, სირიიდან,ავღანეთიდან და ჩრდილოეთი აფრიკიდან არიან. ისინი ომს, ძალადობას და სიღარიბეს გაურბიან.

XS
SM
MD
LG