Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის ძალებმა ნავთობის საწარმო დაიბრუნეს


ერაყის სამთავრობო ძალებმა, რომლებსაც შიიტთა შეიარაღებული რაზმები ეხმარებიან, 16 ოქტომბერს კვლავ დაიბრუნეს ბაღდადის ჩრდილოეთში მდებარე საკვანძო სანავთობო საწარმო. საწარმოს დაკავების შემდეგ, უშიშროების ძალებმა გაწმინდეს ობიექტი იარაღისა და ისლამური სახელმწიფოს მეომრებისგან. სულ მცირე 21 სამხედრო დაიღუპა ორივე მხარეს. ერაყის არმიის შემდგომ მიზანს წარმოადგენს საკუთრივ ქალაქ ბაჯის აღება, რომელიც საწარმოს მახლობლად, ბაღდადიდან 250 კილომეტრში მდებარეობს. ქალაქი მნიშვნელოვანი სტრატეგიული დანიშნულებისაა, ის ისლამური სახელმწიფოს ხელში მყოფი, ქალაქ მოსულის გზაზე მდებარეობს.

XS
SM
MD
LG