Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ირანში ჩავიდა


გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ირანში ჩავიდა თავის პირველ ვიზიტად ამ ქვეყანაში, რათა მოუწოდოს თეირანს, დროულად შეასრულოს თავისი მოვალეობები, რომლებიც იკისრა გაეროს უშიშროების საბჭოსთან და გერმანიასთან მიღწეული შეთანხმებით. ეს შეთანხმება, რომელიც ძალაში შედის 18 ოქტომბერს, ირანს უფლებას აძლევს, შეინარჩუნოს ბირთვული პროგრამა სამშვიდობო მიზნებით, მაგრამ ავალებს მას, დაამტკიცოს, რომ არ აპირებს ბირთვული იარაღის შექმნას და ნება დართოს გაეროს ინსპექტორებს შეამოწმონ მისი ბირთვული ობიექტები. ახლა ირანის ჯერია, შეასრულოს მოთხოვნები, რომლებზეც შეთანხმდით, მისთვის სანქციების გაუქმების სანაცვლოდ, თქვა შტაინმაიერმა.

XS
SM
MD
LG