Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის სანაპიროსთან ჩაიძირა მიგრანტთა ნავი


თურქეთის სანაპიროსთან ჩაიძირა მიგრანტების ნავი, რომელიც თურქეთის ქალაქ აივალიქიდან საბერძნეთის კუნძულ ლესბოსისკენ მიემართებოდა. ნავში მყოფი 12 ადამიანი, მათ შორის, ხუთი ბავშვი დაიღუპა. მაშველებმა მოახერხეს გადაერჩინათ 23 მიგრანტი. კატასტროფა განიცადა მიგრანტთა ნავმა საბერძნეთის სანაპიროსთანაც, კუნძულ კალიმნოსთან, რომელში მყოფი ოთხი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი ბავშვი იყო. წელს, ხმელთაშუა ზღვაში ევროპისკენ მიმავალი სამი ათასი ლტოლვილი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG