Accessibility links

logo-print

რუსეთის პრემერი: რუსეთი არ იცავს ბაშარ ალ-ასადს


რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, დმიტრი მედვედევმა უარყო ბრალდება, რომ მისი ქვეყანა სირიის პრეზიდენტს, ბაშარ ალ-ასადს იცავს. რუსეთის ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში, მედვედევმა თქვა, რომ სირიაში სამხედრო ოპერაციით რუსეთი იცავს თავის სახელმწიფო ინტერესებს, ქვეყნის კანონიერი ხელისუფლების თხოვნის საფუძველზე. მედვედევმა დაამატა, რომ საკითხი, ვინ უნდა მართოს სირია, უნდა გადაწყვიტოს სირიელმა ხალხმა, და მისი თქმით, ერთადერთი, რაც რუსეთისთვის მნიშვნელოვანია, ისაა, რომ არ სურს სირია ისლამურმა სახელმწიფომ მართოს. მოსკოვი აცხადებს, რომ სირიაში მისი საჰაერო თავდასხმების სამიზნე ისლამურ სახელმწიფოს ობიექტებია, მაგრამ აშშ და სხვა ქვეყნები ამტკიცებენ, რომ რუსეთის იერიშების მიზანი ასადის მხარდაჭერაა და ისინი მიმართულია ადგილობრივი მეამბოხეების წინააღმდეგ, რომლებიც ასევე ებრძვიან ალ ყაიდას და ისლამურ სახელმწიფოს. მედვედევმა გააკრიტიკა აშშ იმის გამო, რომ ვაშინგტონს არ სურს მიიღოს რუსეთის დელეგაცია პრემიერის მეთაურობით სირიის გარშემო სასაუბროდ. ვფიქრობ, ეს უგუნური საქციელია, თქმა მან, რომელიც აშშ-ის "სისუსტეს" ადასტურებს.

XS
SM
MD
LG