Accessibility links

logo-print

მოსკოვში გაიმართა სირიაში რუსეთის სამხედრო ოპერაციის მოწინააღმდეგეთა მიტინგი


მოსკოვში გაიმართა დემონსტრაცია, რომლიც მონაწილე რამდენიმე ასეულმა ადამიანმა გამოთქვეს პროტესტი სირიაში რუსეთის სამხედრო კამპანიის წინააღმდეგ. დააკავეს, სულ ცოტა, ერთი ადამიანი. აქციის მონაწილეთა ასაკი 50 და 60 წელს შორის იყო. მიღებული ცნობების თანახმად, ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციის შენაერთები. აქციის ორგანიზატორის, 42 წლის სვეტლანა კრავეცის თქმით, რუსეთს ბევრი საკუთარი პრობლემა აქვს მოსაგვარებელი​, მათ შორის ეკონომიკური. ომი არ გვჭირდებაო, თქვა კრავეცმა და გამოთქვა ვარაუდი, რომ საჰაერო ოპერაცია რუსეთის ფარული გეგმის ნაწილია.

XS
SM
MD
LG