Accessibility links

logo-print

გერმანიაში დანით დაჭრეს ქალაქ კიოლნის მერობის კანდიდატი


გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა შოკი გამოხატა იმის გამო, რომ დანით დაჭრეს ქალაქ კიოლნის მერობის კანდიდატი. ინციდენტი მოხდა 17 ოქტომბერს დილით, როცა მერობის დამოუკიდებელ კანდიდატს, ჰენრიეტე რეკერს, თავს დაესხა, პოლიციის თანახად, 44 წლის უმუშევარი კაცი და დანით მიაყენა ჭრილობები კისრის არეში. პოლიციის თქმით, ეჭვმიტანილმა განუცხადა მას, რომ დანაშაულის ჩადენის მოიტივი იყო რასისტული ხასიათის. რეკერი პასუხიმგებელი იყო მიგრანტთა გამო წარმოქმნილი კრიზისის მოგვარებისთვის. ინციდენტისას ორი სხვა პირი დაიჭრა, ერთი - სერიოზულად.

XS
SM
MD
LG