Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანს ბირთვული შეთანხმების პირობების განხორციელებისთვის თვეები დასჭირდება


აშშ-ის ოფიციალური წარმომადგენლების თქმით, ირანს, რათა შეზღუდოს თავისი ბირთვული პროგრამა იმ მოთხოვნების შესაბამისად, რასაც მას ისტორიული შეთანხმება ავალებს, თვეები დასჭირდება. ეს განაცხადეს ოფიციალურმა პირებმა, რომელთა ვინაობა არ ვრცელდება,18 ოქტომბერს, ამ შეთანხმების მიღების დღეს, რომელიც ვენაში შეთანხმების მიღწევიდან 90-ე დღე უნდა ყოფილიყო. შეთანხმება ვენაში მიღწეულ იქნა გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებს და გერმანიას და ირანს შორის. მის თანახმად, ირანმა უნდა შეზღუდოს თავის ბირთვული პროგრამა და სანაცვლოდ, დასავლეთი და საერთაშორისო ორგანიზაციები გაუუქმებენ სანქციებს.

XS
SM
MD
LG