Accessibility links

გერმანიის კანცლერი თურქეთში ჩავიდა


გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი თურქეთში ჩავიდა და შეხვედრები გამართა მიგრანტების კრიზისის გამო თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოანთან. თურქეთში მერკელის სტუმრობის მიზანია, უზრუნველყოს თურქეთთან ევროპის კავშირის შეთანხმება თურქეთისთვის დახმარების გაწევის და უფრო დაახლოების მხრივ. ამის სანაცვლოდ თურქეთმა დახმარება უნდა გაუწიოს ევროპის კავშირს ლტოლვილების დარწმუნების საქმეში, რომ დარჩნენ თურქეთში; მერკელი ზეწოლის ქვეშაა, სხვათა შორის კონსერვატორი მოკავშირეების მხრიდან, გაამკაცროს გერმანიის სასაზღვრო კონტროლი და დააბრუნოს ლტოლვილთა ტალღა. წელს გერმანია მოელის მილიონამდე მიგრანტს.ევროკავშირის დახმარება თურქეთის მიმართ ლტოლვილთა საქმეში სულ მცირე 3 მილიარდ ევროს ითვალისწინებს. შეთანხმება გულისხმობს ასევე თურქეთის მოქალაქეთათვის ევროკავშირის ვიზის მიღების გაიოლებას და ბლოკში გაწევრიანების მოლაპარაკების დაჩქარებას.

XS
SM
MD
LG