Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯო ბაიდენი: რელიგიური უფლებების დაცვა ექსტრემიზმთან საბრძოლველადაა საჭირო


აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რელიგიური თავისუფლების დაცვა აუცილებელია, რათა საზოგადოებას ექსტრემიზმის გავრცელება ავაცილოთ თავიდან. ბაიდენმა ეს განაცხადა მისთვის პატრიარქ აფინაგორის, ადამიანის უფლებების დაცვის პრემიის მინიჭების დროს. ბაიდენმა თქვა, რომ აშშ ძლიერი დარჩება, სანამ იქ ადამიანის უფლებებს პატივს სცემენ. მან დაამატა, რომ აშშ-ში რელიგიური ფასეულობები სამოქალაქო უფლებებისგან არ განსხვავდება.

XS
SM
MD
LG