Accessibility links

როჰანის გერმანიასთან ორმხრივი ურთიერთობის გაფართოება სურს


ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როჰანიმ განაცხადა, რომ ირანმა და გერმანიამ უნდა გააფართოვონ ორმხრივი ურთიერთობები და ითანამშრომლონ ტერორიზმთან ბრძოლაში, ახლო აღმოსავლეთში სტაბილურობის მიზნით. ეს როჰანიმ თქვა თეირანში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის სტუმრობისას. ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ირანში ჩავიდა თავის პირველ ვიზიტად ამ ქვეყანაში, რათა მოუწოდოს თეირანს, დროულად შეასრულოს თავისი მოვალეობები, რომლებიც იკისრა გაეროს უშიშროების საბჭოსთან და გერმანიასთან მიღწეული შეთანხმებით .ახლა ირანის ჯერია, შეასრულოს მოთხოვნები, რომლებზეც შეთანხმდით, მისთვის სანქციების გაუქმების სანაცვლოდ, თქვა შტაინმაიერმა.

XS
SM
MD
LG