Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდავეთის სასამართლომ საპატიმროში დატოვა ყოფილი პრემიერი


მოლდავეთის სასამართლომ კიდევ 30 დღით დატოვა საპატიმროში ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ვლად ფილატი, რომელსაც კორუფციაში ედება ბრალი. სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო ფილატის მიმართ პროკურატურის მიერ წაყენებული ბრალდების გამო, რომ მთავრობის ყოფილი მეთაური მონაწილეობდა საბანკო სისტემიდან დაახლოებით მილიარდი დოლარის ოდენობის თანხის გაქრობის საქმეში. ფილატი, რომელიც 2009-2013 წლებში განაგებდა ქვეყანას, 15 ოქტომბერს დააკავეს. მოლდავეთის კანონით, ბრალდების წაყენების გარეშე პირის დაკავება 72 საათით შეიძლება და შემდეგ სასამარლომ ახალი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

XS
SM
MD
LG