Accessibility links

logo-print

ბაქოში იმყოფება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი


ოფიციალური ვიზიტით ბაქოში იმყოფება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი. ის აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს და პრემიერ-მინისტრს, არტუ რასიზადეს შეხვდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „მხარეებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს აზერბაიჯანისა და საქართველოს მეგობრული და სტრატეგიული პარტნიორობა და დაადასტურეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას“. სამინისტროს ცნობითვე, ყურადღება გამახვილდა საერთო ძალისხმევაზე, განავითარონ პარტნიორობა ენერგეტიკული და სატრანსპორტო პროექტების განსახორციელებლად, განსაკუთრებით სამხრეთის ენერგეტიკული დერეფნის მიმართულებით, რომლის მეშვეობით აზერბაიჯანი და საქართველო განსაკუთრებულ როლს ასრულებენ ევროპის ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებაში.

XS
SM
MD
LG