Accessibility links

logo-print

ისრაელის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა გიორგი მარგველაშვილისა და რეუვენ რივლინის შეხვედრა


დღეს ისრაელის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა საქართველოს და ისრაელის პრეზიდენტების გიორგი მარგველაშვილის და რეუვენ რივლინის პირისპირ შეხვედრა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის ეკონომიკურ თანამშრომლობასა და ურთიერთობების გაღრმავებაზე და აღნიშნეს, რომ საქართველოს, როგორც დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის კავშირების გაძლიერებისთვის გეოპოლიტიკური როლის მქონე ქვეყნას, ამ თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობა აქვს. პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველო ისრაელს მნიშვნელოვან პარტნიორად განიხილავს, დღევანდელ არაპროგნოზირებად გარემოში კი, თანამშრომლობა და კოორდინაცია წარმატების გასაღებია. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობითვე, ისრაელის პრეზიდენტთან რეუვენ რივლინთან შეხვედრისას გიორგი მარგველაშვილმა დაგმო ტერორიზმის ნებისმიერი გამოვლინება.

XS
SM
MD
LG